|
2024-10-14 13:00:09, 375 ნახვა
პოლიტიკა
განათლების სამინისტრო - ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა
სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, "მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მიზნად მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს". "სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, მოსწავლეთა მონაცემები - პირადი ინფორმაცია, მის მიერ კლასების დაძლევა, მიმდინარე ნიშნები - ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. გარდა ამისა, სისტემაში ასახულია ინფორმაცია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ. პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის განახლება. აღნიშნული ემსახურება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას. მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები. მოვუწოდებთ კონკრეტულ პირებს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება",- ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად ნომერს სთხოვენ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)