|
2024-10-12 18:14:07, 309 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი გრიშაშვილობის დღესასწაულს დაესწრო
კრწანისის რაიონში ტრადიციულად, გრიშაშვილობის დღესასწაული აღინიშნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და კახა გულედანთან ერთად დაესწრო. "კრწანისის რაიონში გრიშაშვილობას აღვნიშნავთ. ეს არის ტრადიცია და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანი იკრიბება. ძალიან სასიამოვნო საღამოა. ადგილობრივებს ვულოცავ ამ დღესასწაულს. მინდა, წარმატებები და რაც მთავარია, მშვიდობა ვუსურვო ყველას",- განაცხადა კახა კალაძემ. გრიშაშვილობის დღესასწაულს ასევე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ. სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში თეატრალიზებული სანახაობა გაიმართა. ხარფუხში გაცოცხლდა ძველებური ბაზარი, მოეწყო თემატური კუთხეები და ფოტოზონები. სპეციალურად ამ დღისთვის გაცოცხლდა ძველი თბილისური სცენები. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)