|
2016-02-25 18:16:01, 590 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში, თუმცა სიმძიმეს ახლავს თავისი სინათლე. რომ არ ყოფილიყვნენ კოჯრის გმირები, რომ არ ყოფილიყო მარო მაყაშვილი, რომ არ ყოფილიყო ეს თავდადება სამშობლოსთვის საქართველო დღეს არ იარსებებდა და არ იქნებოდა რუკაზე მისი ადგილი. სწორედ მათ გამოა, რომ დღეს აქ ვარ და სწორედ მათ ხსოვნას მივაგებთ პატივს და სანამ ეს ბრძოლა იქნება მანამდე საქართველო ყოველთვის იქნება ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდამ მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ, ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)