|
2024-10-12 10:16:05, 318 ნახვა
საზოგადოება
პავლიაშვილი - გარემოსდაცვითი სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) საბჭოს სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა ვრცელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საქმიანობის და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა. "მოგეხსენებათ, გარემოსდაცვითი სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ პროცესში აღსანიშნავია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის როლი და მნიშვნელობა. ევროპული მწვანე შეთანხმების გეგმის შესრულების და კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზების პროცესში ცენტრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეფექტიანია, რაც მომავალშიც გაგრძელდება",- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)