|
2024-10-11 10:35:13, 340 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მაქსიმალურად გვინდა, ამერიკის რეპუტაციას გავუფრთხილდეთ
ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის". „ეს „ქარდები„ საერთოდ ვის მოაფიქრდა, არ ვიცი. არასერიოზული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და კარგია, რომ ამ „ქარდების" გამოქვეყნება აღარ გრძელდება. ასეთი „ქარდები" არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა სერიოზულად აზიანებს ასეთი ქმედებები ამერიკის რეპუტაციას და იმიჯს, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი. უნდა დასრულდეს ომი, ეს არის მთავარი. ვიდრე გრძელდება უკრაინაში ომი, კონკრეტულ ძალებს კვლავაც აქვთ იმის იმედი, რომ საქართველოში გაიხსნება მეორე ფრონტი და ამას უკავშირდება მთელი ეს მოძრაობები. როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ომის დასრულებამდე გვექნება კვლავაც სერიოზული რისკები, იქნება სერიოზული ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რამენაირად შეეშველოს პირველ ფრონტს, თუმცა, როგორც კი პირველი ფრონტი ამოწურავს თავის თავს, როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე და კონკრეტულად ჩვენს ხელისუფლებაზე მოიხსნება",- თქვა კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში".
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)