14:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 15:40:47, 343 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა, სადაც დაგეგმილ სამიტში "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა" მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

როგორც ზელენსკი წერს, ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდება.

"ჩავედი ხორვატიაში პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან, რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად და უკვე მესამე სამიტში "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა“ მონაწილეობის მისაღებად. სამიტზე "უკრაინა+12 ქვეყანა“ ფორმატში განვიხილავთ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობის მიღწევისა და მშვიდობის ფორმულის რეალიზაციისთვის, ასევე ურთიერთქმედებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე“,- წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics