|
2024-10-09 14:47:58, 320 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერიამ კიდევ ერთი სპორტული ცენტრი ააშენა
თბილისის მერიამ სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კიდევ ერთი სპორტული ცენტრი ააშენა, რომელიც ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ცენტრში განთავსებულია დიდი სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ასევე, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, საშხაპეები და გასახდელები. „მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიაზე ადრე ფუნქციონირებდა სპორტული დარბაზი. თავდაპირველად მის რეაბილიტაციას ვფიქრობდით, თუმცა დეტალური შესწავლის შემდეგ ვნახეთ, რომ ის რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ასევე, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გადავწყვიტეთ მისი დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ცენტრით სარგებლობის მსურველთა რეგისტრაცია მალე დაიწყება. „აღნიშნული ცენტრის მშენებლობა-აღჭურვა დასრულებულია და ვიწყებთ მსურველთა რეგისტრაციას. პირველ ეტაპზე, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება კალათბურთისა და ფიტნესის მიმართულებით, სამომავლოდ კი დაემატება ფრენბურთის მიმართულებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)