16:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 22:57:18, 481 ნახვა

პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ

არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

აუსტრევიჩუსმა საქართველოს მმართველ პარტია მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

“საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა სხვა, არაევროპული, არადემოკრატიული მიმართულებით წაიყვანა. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა თავდაპირველ ვალდებულებებზე, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჰქონდა აღებული და აღმოსავლური პოპულიზმისკენ მიტრიალდა. საჯარო ისტერია, რომელიც შექმნა მმართველმა პარტიამ ე.წ. ოჯახური ფასეულობების თაობაზე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი ულტრარადიკალური პოპულიზმისკენ მიტრიალდნენ. 

მე ასევე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ხელისუფლების მცდელობებს, გამოეწვია ანტაგონიზმი დასავლეთის მიმართ,  ჰქონდა თავისი ეფექტი. პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან და აშშ-სთან დიდწილად შეწყდა და საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი ყაზბეგის მთის მწვერვალზე ჩაკეტა. მოახლოებული არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ქართველებმა თავიანთი ევროპული ოცნება დაიბრუნონ. მე მოვუწოდებ ქართველებს, რომ უარი თქვან რუსეთიდან მომავალ მანიპულაციებზე. თქვენი სახლი ევროპაა”,- განაცხადა აუსტრევიჩუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics