16:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 15:54:26, 351 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არ არსებობს სფერო, სადაც „ქართულ ოცნებას“ მიღწევა არ აქვს

არ არსებობს სფერო, სადაც "ქართულ ოცნებას" მიღწევა არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კალაძის თქმით, მშვიდობის გარეშე შეუძლებელია იმ კეთილდღეობაზე და პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რასაც "ქართულ ოცნება" გეგმავს.

"წარდგენას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებოდნენ. არ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და პარლამენტის მაღალი თანამდებობის მქონე პირები. იქ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, მეც ვიყავი, როგორც დედაქალაქის მერი და იყო საზოგადოება, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რას ვგეგმავთ.

თქვენ ხომ გამოდიოდით და ამბობდით, რომ "ქართულ ოცნებას" ეკონომიკის მიმართულებით სალაპარაკო არაფერი აქვსო? ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ ხალხს, რამდენი რამეა გაკეთებული, შედარებები იყო მოყვანილი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და დღეს რა პროგრესი გვაქვს, საით მივდივართ, როგორია ჩვენი ხედვა ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, განათლების, ჯანდაცვის თვალსაზრისით.

არ არსებობს სფერო, სადაც "ქართულ ოცნებას" არ აქვს მიღწევა. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს ხედვა, რა გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ. ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა",- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics