|
2024-10-08 12:15:26, 338 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - „მთავარმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარი განაცხადეს, რაც სამართალდარღვევაა
18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ “ბი ემ ჯი“-მ პოლიტიკური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს, ხოლო რადგან “ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა. მიქანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა “მთავარის“, “ტვ პირველის“ და “ფორმულას“ ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც მათ უარი თქვეს “ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, "რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას, ხოლო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება დაგმობის ნაცვლად მოიწონეს". “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ “ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. 5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა “მთავარმა“, “ტვ-პირველმა“ და “ფორმულამ“ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც უარი განაცხადეს “ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას. ამასთანავე, ნაცვლად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მომხდარიყო ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დაგმობა, არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების “ევროპული ორბიტისა“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელებმა, ასევე - ორგანიზაციამ “მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მოიწონა ტელევიზიების ეს პოზიცია და სრული მხარდაჭერა გამოხატეს საჯაროდ. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიების ამ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოში ევროკავშირის ელჩის ზემოხსენებული განცხადება დაედო“,- განაცხადა მიქანაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)