|
2024-10-08 10:27:30, 302 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-8 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-8 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები, სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, თითოეულ პაციენტზე დადებითად აისახება. “შეხვედრაზე, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი “გაიდლაინები“ და ასევე კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, კარდიო-ონკოლოგიის და დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები განიხილეს. კონგრესი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, გულის მსოფლიო დღის ფარგლებში, გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს გულის ფონდმაც მიიღო. ღონისძიებას, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგები, არითმოლოგები, კარდიოქირურგები, ასევე ონკოლოგები და ოჯახის ექიმები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)