|
2024-10-07 19:45:48, 360 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობაა, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის არჩევნების დღეს პრობლემა არ შეიქმნას
ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა დიასპორის წარმომადგენლებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ. "19 დღე რჩება არჩევნებამდე. ეს არის ალბათ ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. მინდა, პირველ რიგში, ვისაუბრო დიასპორაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დღეებში. ცესკოს, საგარეოს, საკონსულოების მცდელობის მიუხედავად, რომ ყველანაირი შეფერხება ყოფილიყო, მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო. ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, რომ ისე მოაწყონ ეს უბნები, რათა არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა, რომ შეძლონ ხმის მიცემა იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება. ახლა იწყება ის პერიოდი, როცა ყველა უნდა მოვემზადოთ, რომ ხმები იყო დაცული. ყველა მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ხმაზე, რომ მივიდეს არჩევნებზე",- განაცხადა პრეზიდენტმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)