|
2024-10-07 15:47:13, 368 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - პროცესი მიდის ძალიან სწორად - პრეზიდენტის ინიციატივა დროულია
პროცესი, ჩემი აზრით, მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული და სწორი,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი და "ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება, პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართული, არის პრეზიდენტი". "პროცესი, ჩემი აზრით, მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული და სწორი. რაციონალური, სახელების, გვარების და კულუარული განხილვების პროცესი ეს არ არის. ესაა პროცესი, თუ როგორ შევჩერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს სტაბილურობის განცდა და იმის განცდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია ვთანხმდებით ანტიევროპული კრიზისიდან გამოყვანაზე. ამომრჩეველს სჭირდება სტაბილურობის განცდა და ჩვენი ერთიანობის დანახვა. ყველას აქვს თავისი პარტიული არჩევანი, მაგრამ ყველა უნდა ვამბობდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ურთიერთდაპირისპირების გარეშე ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. ჩვენ ამისი ვალდებულება გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის, ისტორიის და მომავალი თაობის წინაშე. პრეზიდენტის როლი შეუფასებელია ამ თვალსაზრისით და მადლობა მას, რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე. კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ იყოს და ჩვენი შეთანხმებაც იყოს, მთავარი რომ ეს არის გარდამავალი, ტექნიკური, მცირე დროით არჩეული ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციასაც მისცემს დროს, რომ მოხდეს შეთანხმებული, სინქრონული მოქმედება კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი რამ და ნებისმიერი რამ, რაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს, არის კარგი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართული, არის პრეზიდენტი",- განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)