|
2024-10-07 13:53:20, 457 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ზურაბიშვილზე - როცა წავა პრეზიდენტობიდან, ის არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი იქნება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის „არავითარი კანონი არ არსებობს". კალაძის თქმით, „კონსტიტუციისადმი ამ დამოკიდებულების გამო, სალომე ზურაბიშვილს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტის სტატუსი ექნება". „მას აქვს კონკრეტული დარღვევები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. გულდასაწყვეტია, რომ არის ამ ტიპის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. თან, ვისგან, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. პირდაპირ ხაზი გადაუსვა ყველაფერს, არანაირი კანონი და კონსტიტუცია მისთვის არ არსებობს. იყო ასეთი შემთხვევები, სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. ეს ადამიანი აგრძელებს ამ დამოკიდებულებას. შესაბამისად, განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ როცა წავა პრეზიდენტობიდან და იცით, რომ ძალიან მალე ამთავრებს, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას. კონსტიტუციის დარღვევაა მისი ვოიაჟებიც. მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე, მას არ აქვს უფლება. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ, მე თუ პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, პარლამენტის თავმჯდომარემ - პრეზიდენტის გასაკეთებელი. ასეთი აღრევა თუ უნდა მოხდეს, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია ან კანონები?! რისთვის არის ისინი - იმისთვის, რომ დავიცვათ ის და პატივი ვცეთ სახელმწიფოს“,- განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმების შესახებ, კალაძე გამორიცხავს ამ შესაძლებლობას და აცხადებს, რომ არჩევნებში კვლავ მმართველი ძალა გაიმარჯვებს. „ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, შეუძლებელია, წარმოუდგენელია უბრალოდ და რაც ბუნებაში არ არსებობს და თეორიულად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, იმაზე ახლა ნუ ვიმსჯელებთ და ნუ გავაკეთებთ განმარტებებს და კომენტარებს. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“,- აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)