|
2024-10-07 13:10:58, 282 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიცია არის ბოროტი ძალა, რომელიც თავის დროზე მზად იყო, კონფედერაციისთვის ხელი მოეწერა
კონფედერაციაზე ხელის მოწერა თავის დროზე თავად ოპოზიციას უნდოდა, ახლა კი, ამ თემით სპეკულირებენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციის ბრალდებების შესახებ ისაუბრა, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხებოდა. კალაძის თქმით, “ოპოზიცია არის ბოროტი ძალა, რომელიც თავის დროზე მზად იყო, კონფედერაციისთვის ხელი მოეწერა“. “ეს არის სპეკულაციები, სიცრუის კამპანია. როგორ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის თემით სპეკულირება? თუმცა, ეს არის ბოროტი ძალა, რომელიც თავის დროზე მზად იყო, რომ კონფედერაციისთვის ხელი მოეწერა. მაშინ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი. ენგურჰესის გადაცემა ჰქონდათ დაგეგმილი. ამხელა ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ჩვენი ენერგეტიკული სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია, უნდა გადაეცათ მათთვის. საბედნიეროდ, ეს თემა რომ აიწია, ხალხის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და ბოლომდე მიყვანა ვერ მოხდა. გამზადებული წერილი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. არქივში შეიძლება ახლაც ინახება აღნიშნული წერილები. ამ ადამიანებმა თავიანთი მოღალატეობრივი და ბოროტული ქმედებებით ტერიტორიები დაკარგეს. დღეს, ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. დაინგრა ინფრასტრუქტურა, განადგურდა სოფლები, ქალაქები, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ?“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ სწორი პოლიტიკით მოხდება და არანაირ კონფედერაციაზე საუბარი არ არის. “დღეს, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკით, ქმედებებით, განვითარებით, მშვიდობით, წინსვლით მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინვე გადაირივნენ. გახსოვთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. არანაირ კონფედერაციაზე და აღიარებაზე არ არის საუბარი. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მსგავსი გადაწყვეტილება მივიღოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ურთიერთ პატიებით, ურთიერთ პატივისცემით, ნდობის აღდგენით უნდა მოვახდინოთ თანაცხოვრება“,- აღნიშნა კალაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)