|
2024-10-07 12:24:20, 357 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ოთხი ტიპის დარღვევა აქვს - დარღვევებს სჩადის, რადგან ოპოზიციის აბსოლუტური გარანტია აქვს
ოთხი ტიპის დარღვევა აქვს ქალბატონ სალომეს უკვე: საგარეო ვიზიტები ნებართვის გარეშე, ელჩების არდანიშვნა, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დაკომპლექტებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს. პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი „ამ დარღვევებს სჩადის, ვინაიდან რადიკალური ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტური გარანტიები აქვს და ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველო არა სახელმწიფო, არამედ „ბანანის რესპუბლიკაა“. „ოთხი დარღვევა არის, რომელსაც ის სჩადის იმიტომ, რომ აქვს რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტური გარანტია, რომელთან ერთადაც შეთანხმდნენ, რომ ჩვენ ხალხი არ ვართ, ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს, ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, ჩვენ კონსტიტუცია არ გვაქვს და გვაქვს „ბანანის რესპუბლიკის" მოსანიჭებელი სტატუსი, ამ ომის ქარტიით, რომელსაც ხელი მოაწერა რადიკალურმა ოპოზიციამ... 26 ოქტომბრამდე, ჩვენ კონსტიტუციური წარდგინებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ ერთთვიანი ვადაა საკონსტიტუციო სასამართლოში ამის განსახილველად და უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე 100 მანდატით კენჭს უყრის იმპიჩმენტის საკითხს და გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან. წლის ბოლოს ეწურება მას ვადა, ამიტომ, ვადის მხრივ, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს - მაქსიმუმ, შეიძლება ერთი თვით შეიკვეცოს მისი უფლებამოსილების ვადა, თუმცა, მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივი და პოლიტიკური პრეცედენტი, ვინაიდან სხვა დროს არ მოხდეს უხეში დარღვევა იმ პირობებში, როდესაც შეიძლება დეპუტატების გარკვეული რაოდენობისგან მიიღოს გარკვეული გარანტიები რომელიმე პრეზიდენტმა, როგორც ახლა მიიღო ქალბატონმა სალომემ და შემდეგ აბსოლუტურად არ მიაქციოს ყურადღება კონსტიტუციას",- ამბობს პაპუაშვილი.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)