17:52 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 12:23:19, 392 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო - სექტემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოვავლინეთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

სატყეო სააგენტოს ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2 - მცხეთა-მთიანეთის და  12  - იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.  ჯამში  ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 582 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 546  ფაქტია გამოვლენილი; “საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ  1 049 კუბური მეტრი შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics