17:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 12:33:18, 535 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს, სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, კანონპროექტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს, რაც ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო.

პაკეტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს, რისთვისაც მას 5-დღიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა, ჰომოფობიური კანონპროექტი, სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", მესამე მოსმენით 17 სექტემბერს დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics