06:03 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 13:48:35, 467 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ეუთოს მისია, როგორც მოლაპარაკებების ფორმატში ჩართული მისია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და ამ ფორმატში მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის უდიდეს მნიშვნელობას.

ეუთოს მისია შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების გამო.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics