|
2024-10-02 10:28:41, 368 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ავიაბაზარზე ევროპული ავიაკომპანია Transavia France ოპერირებას იწყებს
2025 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანების ცნობით, Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან ერთწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. “2025 წლიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა Air France-KLM ჯგუფთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე, ფრანგულ-ჰოლანდიური მულტინაციონალური საავიაციო ჰოლდინგის კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვცდილობთ, საშუალება მივცეთ ჩვენს მგზავრებს ფრენები სხვადასხვა აეროპორტებიდან შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ Transavia France თბილისში პარიზის, ორლის აეროპორტიდან იფრენს. რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული, ხოლო პარიზის მესამე აეროპორტში (ბოვე) ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://www.transavia.com/accueil/fr-fr უკვე შესაძლებელია.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)