16:31 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 22:24:24, 418 ნახვა

მსოფლიო
ტერაქტი თელავივში - რვა ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა

თელ ავივში იაფაში უცნობმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს. The Times of Israel-ის ცნობით, რვა ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

ტერორისტები ტრამვაიდან გადმოვიდნენ და იქ მყოფ მგზავრებზე სროლა დაიწყეს, წერს ისრაელის ხმა ტელეგრამის არხი. ისრაელის პოლიციამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

The Jerusalem Post-ის ცნობით, ისრაელის პოლიციამ ესროლა და მოკლა ორი ტერორისტი, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს.
როგორც ისრაელის ხმა აღნიშნავს, ეს არის „ყველაზე სისხლიანი ტერაქტი თელ-ავივში ბოლო პერიოდში“.

Ynet-მა გამოაქვეყნა სავარაუდო ტერორისტების CCTV-ს ფოტოები.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოფიციალურად გამოაცხადეს "შეზღუდული და ლოკალიზებული" სახმელეთო ოპერაციის დაწყება ჰეზბოლას ტერორისტების წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანის სასაზღვრო რაიონებში, იუწყება IDF-ის პრესსამსახური. მთელ ოპერაციას "ჩრდილოეთის ისრები" ჰქვია. მისი მიზანია უზრუნველყოს, რომ ისრაელის ჩრდილოეთ სასაზღვრო თემების მაცხოვრებლებს შეეძლოთ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, სადაც 60,000 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჰეზბოლას მუქარის გამო.

სახმელეთო შემოსევამდე ისრაელი ორი კვირის განმავლობაში აქტიურად ბომბავდა ლიბანს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ჰეზბოლას თითქმის ყველა უმაღლესი მეთაური, მათ შორის მისი ლიდერი ჰასან ნასრალა. ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ასევე დაიღუპა ათასი ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics