|
2024-10-01 17:33:06, 443 ნახვა
პოლიტიკა
გიგაური კობახიძის განცხადებაზე - ეს არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება, მაგრამ უნდა ვნახოთ, ანტიკორუფციული ბიურო რას გააკეთებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას, რომლის მიხედვითაც, ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საკითხზე საკუთარ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას გამოეხმაურა. როგორც გიგაურმა აღნიშნა, კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. "ჯერჯერობით არ ვიცით, რას მოიმოქმედებს ანტიკორუფციული ბიურო. ჯერჯერობით ჩვენ ვიცით ის, რომ მთავრობამ სთხოვა მათ აბსოლუტურად არალეგიტიმური გადაწყვეტილება გააუქმოს. მთავარი, ალბათ, ის არის, რომ ეს არის ნამდვილად ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს კოლეგას, მედიას იმისთვის, რომ საზოგადოებას ჩვენთან დაკავშირებულ ამ გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია მიაწოდეს და მე ვიტყოდი, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა ვნახოთ, რას გააკეთებს ანტიკორუფციული ბიურო",- განაცხადა გიგაურმა. ცნობისთვის, 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) და "აირჩიე ევროპა" "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი უნდა გავრცელდეს. 30 სექტემბერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განაცხადეს, რომ არჩევნებს ვეღარ დააკვირდებიან და "ხმების დაცვისთვის ინდივიდუალურ ბრძოლას გააგრძელებენ". დღეს, პირველ ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას".
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)