19:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 17:07:12, 339 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოება დაიწყო

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამიერიდან, "საქართველოს ბანკის" მობილბანკში  შესრულებული ყოველდღიური, რეგულარული აქტივობების შედეგად, მომხმარებლები დაჯილდოვდებიან და მედლებსა და წამახალისებელ საჩუქრებს მიიღებენ.

მობილბანკში მედლების სივრცე უკვე ხელმისაწვდომია.  მედლების მოპოვება კი რეგულარული ფინანსური და არაფინანსური აქტივობის შესრულების შედეგადაა შესაძლებელი, როგორიცაა: მაგალითად, გადარიცხვებისა და გადახდების განხორციელება, ფულადი გზავნილის გაგზავნა, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის გააქტიურება და სხვა.

მედლები ორი სახისაა - სტატუსის მედალი, რომელიც მომხმარებელს ლოიალობის სტატუსის მიხედვით გამოუჩნდება და მისი მოპოვება პროდუქტების აქტივაციითა და ყოველთვიურად კონკრეტული რაოდენობის გადახდების შესრულების შემდეგაა შესაძლებელი. ხოლო საჩუქრის მედლების მიღებას მომხმარებლები ყოველდღიური საბანკო აქტივობების შესრულებით, მაგალითად, ანაბრის გახსნით ან თუნდაც თანხის გადარიცხვით შეძლებენ. თითოეულ მედალს შესაბამისი საჩუქარი აქვს - PLUS ქულები, ფასდაკლების ვაუჩერები, ქეშბექები და სხვა.

იმისათვის, რომ ნახოთ მედლებისა და საჩუქრების სივრცე, მობილბანკის „ჰაბს“ უნდა ესტუმროთ. მედლების სივრცეში პირველ პოზიციაზე ლოიალურობის პროგრამის სტატუსის მედალი დაგხვდებათ, რომელიც Starter, Bronze, Silver და Gold სტატუსებს აერთიანებს. მათ განსხვავებული უპირატესობა აქვთ (მაგალითად, გადახდისას მეტი PLUS ქულის დაგროვება, ფასდაკლება ევექსის კლინიკებში და სხვა), სტატუსის გაუმჯობესება ან შენარჩუნება კი სხვადასხვა პროდუქტით სარგებლობის შედეგად შეიძლება.

ამავე გვერდზე წარმოდგენილია საჩუქრის მედლების ჩამონათვალი, როგორებიცაა, „თანამედროვე ფინანსისტი“, „ავტო მზრუნველი“, PLUS დებიუტანტი”. აქვე ნახავთ  იმ აქტივობების სიას,  რომელთა შესრულების შემდეგაც დასაჩუქრდებით.

აღსანიშნავია, რომ მედლებისა და საჩუქრების მოსაპოვებლად დრო შეზღუდული არ არის და იგი აპლიკაციაში მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ "საქართველოს ბანკის" მობილბანკის აპლიკაციის უახლესი ვერსია. აპლიკაციის გადმოსაწერად ან გასაახლებლად კი მიჰყევით ბმულს.

ინფორმაციისთვის, სტატუსის მედალი ხელმისაწვდომი არ არის SOLO და WM მომხმარებლებისთვის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics