16:32 - 24 May, 2026
|
2024-09-30 14:44:57, 383 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება
იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, არჩევნების ნაადრევად გამართვის გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ახალმა კანდიდატმა, შიგერუ იშიბამ მიიღო, რომელიც მმართველი "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ახალ ლიდერად გასულ კვირას აირჩიეს. მოქმედმა პრემიერმა, ფუმიო კიშიდამ, ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლის გაგრძელებას აღარ გეგმავდა. მთავრობის ახალი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად 67 წლის შიგერუ იშიბამ კანდიდატების შერჩევა უკვე დაიწყო. ისინი ვადამდელ არჩევნებში მასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. შიგერუ იშიბა 2007-2008 წლებში იაპონიის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)