19:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 13:43:25, 283 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე, თელავში, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე, თელავში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო სექტორთან, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ინტერაქციული შეხვედრები, სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს.
 
"შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) კლინიკების დაფინანსების სისტემას და ამ კუთხით, ბოლო დროს განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს. მინისტრმა, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი რეფორმები განიხილა. ყურადღება გამახვილდა, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე. საუბარი შეეხო, სექტორში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის რეგიონებში სპეციალისტების დეფიციტს. ისაუბრებს პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე და სხვა მიმდინარე თემებზე. 

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics