17:04 - 24 May, 2026
|
2024-09-30 09:34:02, 369 ნახვა
მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვა - ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, დაღუპულია 53 და დაშავებულია 100 ადამიანი
ლიბანის ორ სხვადასხვა რაიონში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ლიბანის სამხრეთ სოფელ აინ-ალ-დელბში, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. აღმოსავლეთ ლიბანის ბექაას ველზე მდებარე ბაალბეკ-ჰერმელის რეგიონში კი, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა. მედიის ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა იემენში ელექტროსადგურებსაც დაარტყეს, რომელსაც “ჰუსიტები“ იყენებდნენ, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი და დაიჭრა 10-მდე პირი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)