|
2024-09-29 19:30:38, 312 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავამ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერად ლევან სანიკიძე წარადგინა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერად ლევან სანიკიძე წარადგინა.“ „მოხარული ვარ, რომ საზოგადოებას წარვუდგინო გამორჩეულად ნიჭიერი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ახალგაზრდა, ჩემი მეგობარი ლევან სანიკიძე, რომელიც არ შემიძლია არ ვახსენო, რომ ყველა პიროვნულ ღირსებებთან ერთად არის ლეგენდარული ლევან სანიკიძის შვილიშვილი. მე ვარ ძალიან ამაყი საზოგადოებას წარვუდგინო ლევან სანიკიძე, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის სპიკერი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს არის არჩევნები, რომელსაც მოიგებს ქართველი ხალხი, ევროპელი, ამაყი, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის. ეს არის არჩევნები, რომელზეც გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან ქართველი ახალგაზრდები. დიახ, სწორედ ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ამ დროს ივანიშვილი მტერს შემრიგებლად აცხადებს, მოყვარეს მტრად და ცდილობს ეს სიყალბე მოგვახვიოს თავს წინასაარჩევნოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. საქართველოს მშვიდობიანი მომავალი შეიძლება იყოს მხოლოდ ევროპული, სადაც დაცულია თითოეული საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება და სადაც ყველა მოქალაქეს აქვს ევროპული კეთილდღეობა. ივანიშვილი კი გვთავაზობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს და ამავდროულად სიღატაკეს იზოლაციაში, როცა ქვეყნის პირველ პირებს ამერიკელები დემონსტრაციულად აღარ ხვდებიან, როცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შესაძლოა გაუქმდეს და როცა ფინანსური სანქციები ემუქრება თავად ივანიშვილს, რაც ჩამოანგრევს ქვეყნის ფინანსურ სისტემას. ქართველი ხალხი არასოდეს მოაწერს ხელს ქვეყნის ღალატს და 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს . ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე ლევანს და მას წარმატება ვუსურვო ჩვენს საერთო ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)