|
2024-09-28 15:45:06, 442 ნახვა
მსოფლიო
აიათოლა ალი ხამენეი - რეგიონის ბედს წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიბანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რეგიონის ბედს "წინააღმდეგობის ძალები გადაწყვეტენ". ხამენეი მუსლიმებს მოუწოდებს, "დადგნენ ლიბანის ხალხისა და ამაყი "ჰეზბოლას" გვერდით და დაეხმარონ მათ ბოროტ რეჟიმთან [ისრაელი] დაპირისპირებაში". "ამ რეგიონის ბედს გადაწყვეტენ წინააღმდეგობის ძალები, წინა ხაზზე "ჰეზბოლასთან" ერთად",- ამბობს აიათოლა ალი ხამენეი. აღსანიშნავია, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ხამენეი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. შეგახსენებთ, დღეს, 28 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი იერიშის შედეგად, "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)