17:05 - 24 May, 2026
|
2024-09-28 13:56:49, 398 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი - ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ემუქრება
BBC-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ისრაელი მისწვდება ყველას, ვინც მათ მოქალაქეებს ემუქრება. როგორც BBC წერს, აღნიშნული ვიდეომიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია. "ჩვენ ვიცით, როგორ მივწვდეთ მათ, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ემუქრება, ჩრდილოეთით, სამხრეთით, ასევე შორეულ ადგილებში",- აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ვიდეომიმართვაში. შეგახსენებთ, დღეს, 28 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი იერიშის შედეგად, "ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)