|
2024-09-28 10:33:48, 321 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. „მინდა მოგილოცოთ პროგრამაში მონაწილეობა და მადლობა გადაგიხადოთ არჩევანისთვის. ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებული პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა, თქვენთან ერთად ათასობით კურსდამთავრებულს აძლევს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. მოხარული ვარ, რომ სხვა საინტერესო პროფესიებთან ერთად, თქვენს შორის არიან ისეთი დეფიციტური პროფესიების წარმომადგენლები, როგორიცაა გეოლოგია, ვეტერინარია, სურსათის უვნებლობა, მევენახეობა-მეღვინეობა. მინდა გითხრათ, რომ თქვენი მონდომების და სურვილის შესაბამისად, სტაჟირების დასრულების შემდეგ, მოგეცემათ სამინისტროსა და მის სტრუქტურებში დასაქმების უნიკალური შანსი და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. თქვენ უნდა ემსახუროთ მომავალში ჩვენ ქვეყანას. მოტივირებულ ახალგაზრდებს აუცილებლად ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაში 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში ოთხთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გადიან. შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2024 წლის სექტემბრიდან, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები სახელმწიფო დაწესებულებებში ოთხთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი სტუდენტის აკადემიური მოსწრებაა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)