21:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 11:03:46, 529 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა „თელასის“, „ყაზტრანსგაზის“, „აუთდორ.ჯის“, „ალმა+“-ის, „კავკასუს ონლაინისა“ და „სილქნეტის“ წარმომადგენლებთან გამართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნარმანიამ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მათი საინჟინრო ნაგებობის, განათების ბოძების, საკომუნიკაციო ქსელებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ვიზუალურად მოწესრიგებისკენ მოუწოდა.

„შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიების წევრებს განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ გეგმა-გრაფიკის წარმოსადგენად 1 კვირიანი ვადა მიეცათ, რის შემდეგაც დაგეგმილი სამუშოების შესრულების მონიტორინგს თბილისის მერია განახორციელებს“, - აცხადებენ მერიაში.

„ძირითადი სამუშოები მათი მხრიდან შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იქნება წარმოებული, ხოლო სამუშოების შესრულებასა და ქალაქის იერსახეზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ძალიან მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით სათანადო მითითებები და დავალება ჩემი მხრიდან ზედამხედველობის სამსახურს მიეცა, რათა აქტიურად ვიმუშაოთ და მაქსიმალურად ხარისხიანად და დროულად შესრულდეს ის სამუშაოები, რაც ქალაქში სხვადასხვა ნაგებობების ვიზუალურ მოწესრიგებას გულისხმობს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რაიონის გამგებლები, რომლებმაც კომპანიების წარმომადგენლებს არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათი მოგვარებისკენ მოუწოდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics