19:44 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 11:03:29, 370 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ კამპუსი - ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა

“თიბისი“ ზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამჯერად, სტუდენტებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა “თიბისის კამპუსი“ დააარსა.

“თიბისის კამპუსი“ სტუდენტებს ბიზნესის მიმართულებით სრულად დაფინანსებულ,  სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებს სთავაზობს.

პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის.

შეარჩიეთ და 10 ოქტომბრის ჩათლით დარეგისტრირდით თქვენთვის სასურველი კურსზე:

  • ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები
  • მონაცემთა ანალიზი
  • გრაფიკული დიზაინი
  • UI/UX დიზაინი
  • მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება
  • სარეკლამო კონტენტის შექმნა
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO
  • ციფრული მარკეტინგი

 

კურსები, რომლებსაც თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები გაუძღვებიან, სტუდენტებს საბაზისო ცოდნას აძლევს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

“თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა პრიორიტეტია. ტექსკოლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ახლა უკვე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება, მიიღონ ახალი გამოცდილება ან გაიუმჯობესონ ცოდნა “თიბისი“ კამპუსში ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით“,- განაცხადა მაკუნა თავბერიძემ, “თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

“თიბისი კამპუსში“ სწავლა უფასოა, კურსებზე მისაღებად საჭიროა გაიაროთ 2 ეტაპიანი კონკურსი. რეგისტრაცია 26 სექტემბერს დაიწყო და 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

“თიბისი კამპუსის“ ბიზნეს კურსების პარტნიორია “კოლაბი“.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics