19:43 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 13:46:25, 307 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ ლან ფუანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დაესწრო.

“შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ლაშა ხუციშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, რისთვისაც  ხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული  პროექტი. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრას 2024 წელს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics