|
2024-09-26 10:47:31, 305 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
“საქართელოს რკინიგზის“ დელეგაციის ჩინეთის ქალაქ სიანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით ოთხმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. “საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ხელმძღვანელობამ შუა დერეფნის სამუშაო შეხვედრებში პირველად მიიღო მონაწილეობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მარშრუტის განვითარების შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ტვირთის მოცულობის ზრდას, ამავდროულად უზრუნველყოფს ტვირთის სტაბილურ ნაკადს და გააძლიერებს დერეფნის სატრანზიტო პოტენციალს. “შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის, ჩინეთიდან ევროპაში საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების მოძრაობის მაღალი ხარისხის სერვისის შექმნის, შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოდერნიზაციისა და დოკუმენტების დამუშავების სტანდარტების უნიფიცირების საკითხები. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, ტრანსკასპიურ მარშრუტზე არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით, გაიმართა მრგვალი მაგიდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარებისა და რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის, ჩინეთის რკინიგზის კორპორაციის ხელმძღვანელების, ასევე ასოციაციის მუდმივი და ასოცირებული წევრების მონაწილეობით. დელეგაციებმა მოინახულეს ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი, სიანის საერთაშორისო მშრალი პორტი და ყაზახეთის რკინიგზის ახალი ტერმინალი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო მატარებლების გაშვების საზეიმო ცერემონიაში. აღნიშნული მატარებლები ქართული პორტების მეშვეობით ევროპის სარკინიგზო ქსელს დაუკავშირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)