|
2024-09-26 09:16:46, 385 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონი პენსილვანიაში ზელენსკის ვიზიტზე - ეს იყო პარტიული საკამპანიო ღონისძიება, რომელიც „დემოკრატების“ დასახმარებლად იყო გამიზნული
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიაში ჩასვლის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ “ვიზიტი აშკარად იყო პარტიული საკამპანიო ღონისძიება, რომელიც “დემოკრატების“ დასახმარებლად იყო გამიზნული. ცხადია, რომ ეს არის არჩევნებში ჩარევა“. მედიის ინფორმაციით, ჯონსონი მოუწოდებს ზელენსკის აშშ-ში უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა გაათავისუფლოს. “ზელენსკის პენსილვანიაში ვიზიტი პოლიტიკური ნაბიჯია. არცერთი “რესპუბლიკელი“ არ იყო მიწვეული იმ ტურში, რომელიც აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას მიერ იყო ორგანიზებული, რამაც გამოიწვია “რესპუბლიკელების“ მხრიდან ნდობის დაკარგვა ელჩ მარკაროვას მიმართ. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თავისი პოსტიდან“,- განაცხადა მაიკ ჯონსონმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში, პენსილვანიაში გუშინ, 25 სექტემბერს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკიმ იარაღის საწარმო “დემოკრატ“ გუბერნატორთან, ჯოშ შაპიროსთან ერთად მოინახულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)