|
2016-02-22 23:07:01, 1218 ნახვა
მსოფლიო
აშშ და რუსეთი სირიაში საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ
აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების თანახმად 27 თებერვალს სირიაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, თუკი ყველა მხარე ამის მზადყოფნაზე ოფიციალურ თანხმობას განაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამასთან საუბრის ინიციატივა რუსეთიდან მოდიოდა. რუსეთის ხელისუფლების პოზიციით ეს შეთანხმება არ ვრცელდება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებისა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ ცეცხლის შეწყვეტაზე. შესაბამისი შეთანხმება უკვე აისახა ამერიკის, რუსეთისა და სირიის კრიზისის მხარდამჭერი სხვა ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში, სადაც მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა მხარემ საკუთარი მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 26 თებერვლის ღამის 00:00 საათამდე უნდა დააფიქსიროს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)