20:13 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 14:26:52, 298 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, გიორგი ღავთაძემ მოაწერეს.

„გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და ინფორმირება გარემოსდაცვითი მიმართულებით მათი პასუხისმგებლობის და ცოდნის გაღრმავებისთვის და, სამომავლოდ, აღნიშნული მიმართულებით კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ. 

მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობებსა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით, მოხდება სტუდენტების ინფორმირება გარემოსდაცვით და დაცული ტერიტორიების საკითხებზე, განხორციელდება საველე გასვლები, საინფორმაციო ეკოტურები და საჯარო ლექციები. 

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics