20:13 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 11:10:40, 275 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კვეიჭოუს პროვინციის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კვეიჭოუს პროვინციის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას კვეიჭოუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ძია ლიძიუნი ხელმძღვანელობს.

“შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებთან არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.

ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებაზე. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ასევე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობაზე, ასევე სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე.

შეხვედრის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მხარეთა მიერ, არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics