|
2024-09-24 13:36:08, 381 ნახვა
მსოფლიო
„ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალაქებს შორის, რომლებზეც “ჰეზბოლამ“ იერიში მიიტანა, კირიათ-შმონა, ჰაიფა, აფულა და ნაზარეთია. მედიის ინფორმაციით, “ჰეზბოლას“ წევრებმა ქალაქ კირიათ-შმონას 50-მდე რაკეტა ესროლეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ნაწილი კი ქალაქში ჩამოვარდა. ქალაქში სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ გაუწვევია, თუმცა იერიშმა მატერიალური ზარალი გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ჰაიფას აღმოსავლეთით “ჰეზბოლამ“ 10 რაკეტა გაისროლა. ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. საერთო ჯამში კი, “ჰეზბოლამ“ ისრაელის ჩრდილოეთ რაიონების მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)