18:28 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 19:14:18, 392 ნახვა

მსოფლიო
ზახაროვა - სომხეთმა დაიწყო პოლიტიკური დიალოგის შემცირება რუსეთთან - ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს

სომხეთმა დაიწყო პოლიტიკური დიალოგის შემცირება რუსეთის ფედერაციასთან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, სომხეთის ეს ქმედება შეიძლება, ცუდად დასრულდეს.

"ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დეტალურად "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" და რუსეთის ძალისხმევაზე, გავაზიარეთ ჩვენი შეფასებები სომხეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ერევნიდან პერიოდულად გაჟღერებული პრეტენზიები აბსურდულია და არ შეესაბამება ფაქტებს.

ისინი მუდმივად საუბრობენ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში" მონაწილეობის გაყინვაზე, მაგრამ ამის საპირისპიროდ, სწრაფად დაიწყეს დასავლეთთან დაახლოება. ამაში არის გარკვეული მანიპულირება. ეკონომიკური მაჩვენებლები ერთ რამეს აჩვენებს: არის ხალხის, კომპანიების და ბიზნესის ინტერესი კავშირების დაახლოებისა და გაძლიერებისკენ, მაგრამ რატომღაც პოლიტიკური სტრუქტურა პირიქით მოქმედებს. ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს", - განაცხადა მარია ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics