18:28 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 11:33:33, 394 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი თეთრ სახლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 23 სექტემბერს, თეთრ სახლში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, ვაშინგტონში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ეს ვიზიტი პირველი იქნება.

"ეს იქნება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, შესაბამისად, ისტორიული მოვლენაა. შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორისაა ღაზაში ომი, ვითარება სუდანში და ხელოვნური ინტელექტის თემა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც შეხვდება. რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით, ბაიდენი და ჰარისი განიხილავენ ღაზაში არსებულ კრიზისს, არაბთა გაერთიანებული საამიროების მნიშვნელოვან როლს ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში, ასევე სუდანის კრიზისს.

საჭიროა, ჰუმანიტარული დახმარების მარშრუტების გასახსნელად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გაძლიერდეს ძალისხმევა“, - განაცხადა კირბიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics