18:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-17 17:53:14, 323 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩია

პარლამენტმა 83 ხმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს და იგი 2020 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე ნიკოლოზ მარსაგიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების", პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" და ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების - იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მოქმედ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 12 ივნისს ეწურება, კონკურსის შედეგად შერჩეული პირი კი უფლებამოსილებას 2025 წლის 13 ივნისიდან შეუდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics