|
2024-09-17 11:25:30, 331 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - მზად ვარ, შევხვდე გახარიას პირადად და პრეზიდენტს მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ
მე მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის განცხადებით, „უპატივცემულობა იქნებოდა", თუკი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან აუდიენცია შედეგებოდა მანამ, სანამ ორი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ კონკრეტული ხედვა არ იარსებებს. „მე, ჩვენ, კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისთვის, რომ დავასრულო „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვალოთ ისინი მთავრობით, რომელიც ემსახურება საქართველოს, რომელიც მიგვიყვანს ევროპულ მომავალთან. ამიტომ, ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ამ მიზნის ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას. გუშინ მე განვაცხადე, რომ მზად ვარ, გადავდო წარსული საკითხები, პირადად შევხვდე გიორგი გახარიას და განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა საერთო ხედვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთად ვიმუშაოთ. მე გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით, სამწუხაროდ, ასეთი პირადი, ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება. მიმაჩნია, რომ უპატივცემულობა იქნებოდა, თუკი, ჩვენ პრეზიდენტს ერთობლივად შევხვდებოდით, სანამ არ გვექნება კონკრეტული ხედვა ორი, დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ. გვაქვს თუ არა რამე საერთო ვალდებულება ევროპული მომავლის მიმართ. მე მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისი პოზიციის გამო",- წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია 17 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)