22:55 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-15 17:22:54, 472 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ანწუხელიძის ცოლი ივანიშვილის განცხადებაზე - ბოდიში, გიორგი

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში ანწუხელიძის წამების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"2008 წლის 9 აგვისტო… "ოსი ძმების" ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში, გიორგი".

შეგახსენებთ, გუშინ 14 სექტემბერს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics