18:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-15 09:54:27, 297 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ

საერთაშორისო პლატფორმებს რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე გერმანიაში ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქვეყნის მომავალს რადიკალური დაჯგუფება ებრძვის". 

„ეს მხოლოდ ეკა ტყეშელაშვილს და ანა ნაცვლიშვილს არ ეხება. ადამიანს გერქვას ქვეყნის პრეზიდენტი და საერთაშორისო პლატფორმებს იყენებდე ქვეყნის წინააღმდეგ, გამოდიოდე და პირდაპირ ამბობდე, რომ საკუთარი ქვეყანა, შენი სამშობლო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს, საქმე?! ეს არის ერთი რადიკალური დაჯგუფება, მასში შედიან ის ადამიანები, ვინც თქვენ დაასახელეთ, რომლებიც ებრძვიან ამ ქვეყნის მომავალს. მათი სურვილი იყო, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა, კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულიყო. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის და სურვილი აქვთ, რომ ყველაფერი წარმატებული შეჩერდეს და ქვეყანას მიაყენონ ზიანი და შეურაცხყოფა", - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics