|
2016-02-22 09:48:39, 431 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი თავის ჩეხ კოლეგას, ბოჰუსლავ სობოტკას პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ მოლაპარაკებებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემეირ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად ფრზანის სასახლეში ჩეხეთის მთავრობის თავმჯდომარის ბოჰუსლავ სობოტკას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზენდენტ მილოშ ზემანთან, პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე იან ჰამაჩეკთან, სენატის თავმჯდომარე მილან შტეხთან. ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი იან მლადეკი კი ქართულ მხარეს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვდება ქართველ სტუდენტებს. საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ჩეხეთის რესპუბლიკას 23 თებერვალს დატოვებენ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)