|
2024-09-14 15:24:53, 402 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - ველოდები პასუხს საჯარო დებატებზე, თუ მართალი ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ - თუ ტყუით, საზოგადოებას ბოდიში მოუხადეთ
14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდი ევრო შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპული ფონდებიდან იმისთვის, რომ განვავითაროთ საქართველო, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სოციალური მიმართულებები“, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, ირაკლი კობახიძესთან საჯარო დებატების შემთხვევაში დაასახელებს იმ თითოეულ ფონდს, საიდანაც არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, 14 მილიარდიან დაფინანსებას მოიპოვებენ. "14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდი ევრო შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპული ფონდებიდან იმისთვის, რომ განვავითაროთ საქართველო, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სოციალური მიმართულებები. არ დარჩება სოფელი, სადაც არ იქნება წყალი, არ იქნება სოფლის მეურნეობა განვითარებული, არ დარჩება რეგიონი, სადაც არ იქნება წარმოება, შევქმნით სამუშაო ადგილებს. ამ 14 მილიარდს, ჩემო კარგებო, დღეს ბლოკავს „ოცნება“, რომელმაც გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას და ისინი ძალიან ნერვებაშლილები არიან იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიჭირეთ კიდევ ერთ საკითხში, რომ ისინი ბლოკავენ 14 მილიარდის მოპოვებას. მეორე დღეა უკვე ველოდები ბატონი ირაკლი კობახიძისგან პასუხს დებატებთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, მე გთავაზობთ საჯარო დებატებს, სადაც ყველა იმ ფონდის სახელწოდებას მოვიტანთ, სადაც თქვენ გაჩვენებთ, თუ საიდან ვაპირებთ 14 მილიარდის მოზიდვას. რატომ გაურბიხართ პასუხს? რატომ ბლოკავთ 14 მილიარდიან დაფინანსებას და რატომ გაურბიხართ საჯარო დებატებს, სადაც ხალხის თვალწინ დაგისახელებთ სათითაოდ ყველა იმ ფონდს, საიდანაც ვაპირებთ 14 მილიარდის მოზიდვას. ველოდები პასუხს თქვენგან, თუ მართალი ხართ არ უნდა შეგეშინდეთ საჯარო დებატების, ხოლო თუ ტყუით, ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას, რომ თქვენ ბლოკავთ ამ თანხის მიღებას საქართველოსთვის, ისევე, როგორც დაბლოკეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და 26 ოქტომბერს ჩვენ ამ ბლოკს აუცილებლად ავხსნით- 14 მილიარდი საქართველოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა ვაშაძემ
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)