22:55 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 18:26:54, 374 ნახვა

საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ჰიდრავლიკურ ამწეზე დამაგრებული ავტომობილი დაეცა - ის ადგილზე გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მამაკაცს ჰიდრავლიკურ ამწეზე დამაგრებული ავტომობილი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "კახეთის ხმა" ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ავტოხელოსანია. მათი თქმით, ამწე დაზიანებული იყო, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ჩამოვარდნილმა ავტომობილმა მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

როგორც მედია წერს, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics