|
2024-09-13 17:11:02, 359 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ქვემო ქართლში თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 2005 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჰ.ა., ამავე წელს დაბადებული ვ.მ. და 2007 წელს დაბადებული კ.ა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ჰ.ა. და კ.ა. საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ. ბრალდებულებმა აღნიშნული მოქალაქის დასაშინებლად, ფულის გამოძალვის მიზნით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ ვ.მ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძალვაში ჯგუფურად ჩადენილი დახმარების, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების, გადაზიდვის,ასევე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)