|
2016-02-21 14:37:12, 562 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: "თეთნულდი" აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი იქნება
კურორტ "თეთნულდს" საბაგირო გზა შეემატა- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „თეთნულდის“ მშენებლობის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა. საბაგიროების მწარმოებელი ფრანგული კომპანია "პომას" მიერ აშენებული, ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. პრემიერმა, ყველას, ვისაც თეთნულდის მონახულება სურს, პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კარგი რესურსი გააჩნია, რაც რაციონალურად და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. გიორგი კვირიკაშვილი ტურიზმს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, რომლის განვითარება ქვეყანას მოუტანს დამატებით ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს. "დღეს თეთნულდზე ფუნქციონირენს ერთი სათხილამურო ტრასა, ჩვენ ვგეგმავთ, წლის ბოლომდე კიდევ სამი საბაგირო გზა შევიდეს ექსპლუატაციაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ვგეგმავთ გაკეთდეს დამატებითი საბაგირო, რომელიც სოფელ მულახიდან თეთნულდის ბაზას დაუკავშირდება, ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ორი საათის სავალზე თეთნულდამდე მივა. საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, რამდენიმე საწყის სასტუმროს გავაკეთებთ, რათა ბიძგი მივცეთ ამ კურორტის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან წარმატებლი პროექტი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მზადდება კონკრეტული გეგმა და მისი განხორციელება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აფინანსებს. თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე(1.7კმ) იქნება. ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ კურორტ თეთნულდზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. კურორტის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო, მშენებლობის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)